Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
მსოფლიო

კანადელმა შეფმა შხამი ინტერნეტით მიჰყიდა თვითმკვლელებს – ბრიტანეთში 88 გარდაცვალების შემთხვევის გამოძიება მიმდინარეობს

ბრიტანეთის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) დღეს განაცხადა, რომ იძიებს კანადელი შეფ-მზარეულის, კენეტ ლოუს შესაძლო დანაშაულის საქმეს, მას შემდეგ, რაც მას დაუკავშირა 88 ადამიანის სიკვდილი, რომლებმაც თვითმკვლელობის მიზნით, კანადური ვებსაიტების მეშვეობით, აღნიშნული პიროვნებისგან მომწამვლელი ნივთიერება შეიძინეს.

NCA-მ მიიღო ინფორმაცია აპრილში, რომ ბრიტანეთში ბევრმა ადამიანმა იყიდა პროდუქტები კანადური ვებსაიტებიდან, რის შემდეგაც ლო დააკავეს კანადაში, თვითმკვლელებისთვის შხამის მიწოდების ბრალდებით- იტყობინება ბრიტანული მედია.

კანადის ინტერპოლის განყოფილებამ ბრიტანეთის NCA-ს გადასცა 232 ბრიტანელი მყიდველის სია. მოგვიანებით გამოძიებებმა დაასკვნა, რომ ამ ადამიანებიდან 88 გარდაიცვალა.

“ამჟამად არ არსებობს დადასტურებული კავშირი ვებსაიტების საშუალებით შეძენილ ამ ნივთიერებებსა და 88 ადამიანის სიკვდილის მიზეზებს შორის”-აცხადებს NCA

57 წლის ლოუ  მაისში კანადაში დაკავებულ შეფ მზარეულს ბრალი წაუყენეს სუიციდური მიდრეკილებების მქონე ადამიანების დახმარებაში მათთვის მომწამვლელი ნივთიერებების მიყიდვის საშუალებით მას შემდეგ, რაც მან აღიარა ჟურნალისტთან, რომლებიც ფარულ გამოძიებას აწარმოებდნენ, რომ ძალიან  ბევრი ადამიანი დაიღუპა მის მიერ ინტერნეტით გაყიდული შხამის მიღების შემდეგ.

კანადელ შეფს, რომელიც მდიდრული სასტუმროს სამზარეულოში მუშაობდა, ბრალი ედება 1200 ამანათის გაგზავნაში 40 ქვეყანაში.

მის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე გამოძიება დაიწყო აშშ-ში, იტალიაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *