Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

კოსი: ბოლო 30 წლის განმავლობაში მის ეზოში 21 მანქანა “გაიჭედა”

კუნძულ კოსზე, ბოლო 30 წლის განმავლობაში, 21 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ერთი და იგივე სახლის ეზოსთან.

კონკრეტულად, პელარგოსის რაიონში, მანქანები ოცდაათი წელია გარკვეული სახლის ეზოში განუწყვეტლივ „იჭედებიან“, რაც სახლის მეპატრონეს აღაშფოთებს.

სულ 21 მანქანა შეეჯახა ეზოს კედელს, რომლის მეპატრონეც სახლიდან გასვლას ვეღარ ბედავს დაუპატიჟებელი სტუმრის შიშით.

გასულ შაბათს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სახლის მეპატრონე ვასილი ლეგოსი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა თავისი ეზოს ჩამონგრეული კედლის წინ.

„საბედნიეროდ, მანქანის მძღოლი უვნებელი გამოვიდა, რადგან აირბალიშები ამოქმედდა“, – ამბობს ბ- ნი ლეგოსი, რომელიც ვერ ხსნის თავის ეზოში ამდენი, სულ 21 ინციდენტის მიზეზებს. ყოველ ჯერზე ზარალდება, რომელსაც თავისი ჯიბიდან იხდის, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც მძღოლმა ზიანის გამომწვევი თანხა თვითონ გადაიხადა მის შესაკეთებლად.

ბ-ნ ლეგოსს არ შეუძლია ამდენი ინციდენტის მიზეზების ახსნა. ის ვარაუდობს, რომ გვერდითა გზაზე 200 კმ/ სთ სიჩქარით ჩამომავალი მძღოლები ვერ აკონტროლებენ მანქანას და ის მის ეზოში ხვდება.

თუ აიკრძალება მძღოლებისთვის მისი სახლისკენ მიბრუნება, ეს იქნება გამოსავალი, თორემ მას მოუწევს სახლის გადატანა, რაც საკმაოდ რთულია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *