Latest news
ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა კრეტა: 21 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი სახრახნისით დააყაჩაღა საბერძნეთში კომპენსირებადი მედიკამენტების სიას 235 ახალი პრეპარატი დაემატება 25 ოქტომბერს საათის ისრები 1 საათით უკან გადაიწევს Pizza Fan-ის მფლობელი საგადასახადო დარღვევისთვის დააკავეს ნიკოს ხარდალიასის გეგმა ათენში 12 თვის განმავლობაში უწყვეტ ტურიზმს ითვალისწინებს
ხუთშაბათი, ოქტომბერი 22, 2026
საბერძნეთი

დრამატული ვითარება პელიონში: გარესამყაროს მოწყვეტილია 11 დასახლება

წყალდიდობის შემდეგ პელიონში ვითარება დრამატულია. 11 დასახლება მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს, ხოლო წყალი და ელექტროენერგია უკვე მეოთხე დღეა გათიშულია. ტონობით წყალშია ჩაძირული მთლიანი დასახლება.

ხანიაში, ზაგორადან 13 კილომეტრში, მოსახლეობას ყველა მარაგი, გარდა წყლისა ამოეწურა. მოხალისეები ახლომდებარე სოფლებიდან ფაქტიურად შიშველი ხელებით ცდილობენ დახმარებას.

ხორევტოდან ჯგუფი ფეხით გადავიდა ზაგორაში, რათა მოსახლეობისთვის საკვები და მედიკამენტები მიეწოდებინა.

პლაკაში, კატასტროფის შემდეგ, დღეს მზე გამოჩნდა და წყლის მოცულობა შემცირდა, რაც მეტად თვალსაჩინოს ხდის სტიქიის მასშტაბებს.

მაგნეზიის პტელეოსი ჩაიძირა, ზარალი უპრეცედენტოა, ხოლო არმიროს მიმართულებით გზა მთლიანად მოწყვეტილია.

ტალახში „ჩაკარგულ“ მიკრო პელიონში სასტუმროს მეპატრონის, ადონის მარკოზანის ჩვენებები ტურისტების მიერ დაზარალებულთა დახმარებაზე, რომლებიც დასასვენებლად იმყოფებოდნენ რაიონში, შოკისმომგვრელია. “ავსტრიელები, გერმანელები, ბულგარელები, სერბები, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაეხმარნენ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს გადარჩენაში”, – ამბობს ის.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *