Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
მსოფლიო

ერთი წელი დედოფალ ელიზაბეტის გარდაცვალებიდან-ბრიტანეთი პატივს მიაგებს მონარქის ხსოვნას

დიდი ბრიტანეთი დღეს მოკრძალებულად აღნიშნავს დედოფალ ელიზაბეტის გარდაცვალების პირველ წლისთავს, 70 წლის ტახტზე ყოფნისა და მისი ვაჟის ჩარლზ III-ის კორონიზაციის შემდეგ.

დედოფალი ელიზაბეტი გარდაიცვალა 2022 წლის 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში, სადაც ატარებდა ზაფხულს, რის შემდეგაც გართიანებული სამეფოს  ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა.

დღეს, ერთი წლის შემდეგ, არც ერთი მნიშვნელოვანი საჯარო ღონისძიება არ არის დაგეგმილი ამ ეპოქის დასასრულის აღსანიშნავად. მეფე და დედოფალი კამილა, რომლებიც ბალმორალში იმყოფებიან, აგრძელებენ ელიზაბეტის მიერ შემოღებულ ტრადიციას-ილოცებენ ახლომდებარე ეკლესიაში, ხოლო გვირგვინოსანი პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეითი დაესწრებიან კერძო წირვას უელსის წმინდა დევისის ტაძარში, ქალაქში, რომელსაც დედოფალი ელიზაბეტი 1955 წელს ეწვია.

„ჩვენ დიდი სიყვარულით ვიხსენებთ მის ხანგრძლივ ცხოვრებას, მის თავდადებულ მსახურებას, თუ რას ნიშნავდა ის ყველა ჩვენგანისთვის“, – თქვა მეფე ჩარლზმა საიუბილეო გზავნილში, რომელიც ბრიტანული გაზეთების პირველ გვერდებზე  გამოქვეყნდა.

“მე ასევე მადლობელი ვარ ჩემი და პირადად ჩემი მეუღლისადმი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის მთელი ამ წლის განმავლობაში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ გემსახუროთ ყველას.”

მთელი ცხოვრების ლოდინის შემდეგ ახალ მონარქს „პრემიერებით“ სავსე წელი ჰქონდა. მან დანიშნა პრემიერ მინისტრი, რიში სუნაკი, გადასცა თავისი პირველი საშობაო გზავნილი, რომელშიც მან გამოხატა თავისი შეშფოთება ადამიანების მიმართ, რომლებიც დაზარალდნენ მზარდი კრიზისის შედეგად და განახორციელა თავისი პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ გერმანიაში და საფრანგეთში სექტემბრის ბოლოს. ასევე ის მიესალმა სახელმწიფოს მეთაურებს, როგორიცაა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *