Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

უკანონო მიგრანტებმა გზა “დაკარგეს” და ისევ თურქეთში შევიდნენ

გასაბერ ნავზე მყოფმა უკანონო მიგრანტების 30 კაციანმა ჯგუფმა, რომლებიც საზღვაო გზით, თურქეთიდან კუნძულ სამოსზე უკანონოდ გადასვლას ცდილობდნენ, როგორც ირკვევა, ცურვის დროს მიმართულება იცვალა, ისევ უკან დაბრუნდა და თურქეთის კუშადასის სანაპიროზე აღმოჩნდა.

როგორც თურქული მედია იუწყება, მათ ნავი სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გაკვირვებული დამსვენებლების თვალწინ  მიაბეს, მაშველი ჟილეტებიც იქვე დატოვეს და ხმელეთზე ფეხის დადგმისთანავე გაუჩინარდნენ. ამჟამად მათ პოლიცია ეძებს.

ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ემიგრანტების უკანონო ტრეფიკინგის რგოლების აქტიურობას თურქეთის სანაპიროდან დაბერძნეთში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *