Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

ტაძრის შეურაცხყოფაში ბრალდებული მღვდელი: ეკლესია ბარად აქცია

ულტრათანამედროვე სასულიერო პირმა გადაწყვიტა ეკლესია ბარად გადაექცია. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზანი ტაძარში სულ უფრო მეტი ხალხის მოზიდვა იყო.

ბრიტანეთის  თვალწარმტაც ქალაქ კორნუოლში მრავალსაუკუნოვანი ეკლესია მწვავე დებატების ცენტრში აღმოჩნდა. 600 წლოვანი წმინდა  ეკლესიის მეუფემ ნიკ ვიდოუსმა ვნებათაღელვა გამოიწვია წმინდა ადგილას საკმაოდ არატრადიციული დანამატის,  ლუდის ბარის მოწყობით.

მან ეს გადაწყვეტილება სენტ აივის სექტემბრის ფესტივალის წინ მიიღო, როდესაც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია უამრავ მუსიკალურ და თეატრალურ ღონისძიებას მასპინძლობს.

მეუფე მყარად იცავდა თავის პოზიციას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იმედოვნებდა, რომ ეს ნაბიჯი ეკლესიაში უფრო ფართო აუდიტორიას მოიზიდავდა. მან კომენტარი გააკეთა: ” ხალხი საერთოდ აღარ  დადის ეკლესიაში და თუ ისინი  მოვლენ და მხიარულად გაატარებენ დროს ფესტივალის ღონისძიებაზე, მაშინ ვინ იცის, იქნებ სხვა დროსაც მოვიდნენ, ამაში ცუდი არაფერია.”

თუმცა, მრევლს შორის ყველამ არ გაიზიარა მისი ენთუზიაზმი. მათი უმრავლესობა ეკლესიას წმინდა სივრცედ აღიქვამს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ის პაბად  გადაიქცეს. მათ გამოხატეს თავისი შეშფოთება და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი ” ბილწავს რწმენისთვის დაღუპულთა ხსოვნას.” განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ფაქტმა, როდესაც მეუფე ვიდოუსს ლუდის მიტანისას ეცვა საეკლესიო  სამოსი, რომლითაც ჩვეულებრივ წმინდა ზიარების დროს იმოსებიან.

შეხედულებათა შეჯახება აჩენს კითხვებს ეკლესიის როლის განვითარებასთან დაკავშირებით თანამედროვე საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი მსგავს ფაქტებს საკმაოდ ლოიალურად უყურებს და გარკვეული თვალსაზრისით ამას ისტორიული შენობების პოპულარიზაციისთვის გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს, სხვებს მტკიცედ სჯერათ, რომ  რელიგიური ადგილების სიწმინდის ხელყოფა  დაუშვებელია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *