Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

ტიტანიკის წყევლა: დაიკარგა ხუთი ტურისტი, რომლებმაც წარმოუდგენელი თანხა გადაიხადეს გემის ნამსხვრევების სანახავად

კომერციული OceanGate Expeditions-ის წყალქვეშა ნავი, რომელიც ტურისტებისთვის წყალქვეშ, ყველასათვის ცნობილი ჩაძირული გემის, ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად იყო განკუთვნილი გაუჩინარდა, იტყობინება BBC,  რის გამოც ატლანტის ოკეანეში სამძებრო-სამაშველო მისია დაიწყო.  წყალქვეშა ბორტზე სულ მცირე, ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.

პირველი ინფორმაციით, თითოეულმა ტურისტმა კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდიდან დაახლოებით 600 კილომეტრის მანძილი გაიარა და 125 000 დოლარი გადაიხადა, რათა წყალქვეშ 4000 მეტრის სიღრმეზე ჩასულიყო და ენახათ ცნობილი გემი.

როგორც BBC იუწყება, ტიტანიკის ახლოდან ნახვის მსურველებისთვის წყალქვეშ მოგზაურობის ღირებულება 250 000 დოლარია.

კომპანია ამ წლის დასაწყისიდან უკვე მეხუთე “მისიას” ახორციელებდა ტიტანიკზე, ნათქვამია მის ვებსაიტზე.

ეს მისია გასულ კვირას უნდა  დაიწყებულიყო და ხუთშაბათს დასრულებულიყო.

არ არის დაზუსტებული  რამდენი ადამიანი იმყოფებოდა წყალქვეშა ბორტზე.

OceanGate Expeditions-ის  განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია ყველა ღონეს იხმარს  ეკიპაჟის ნაპირზე უსაფრთხოდ დასაბრუნებლად.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *