როდის ვღებავთ კვერცხს წითლად და რატომ
წმინდა კვირაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩვეულებაა კვერცხის შეღებვა.
კვერცხი ძირითადად წითლად იღებება.
კვერცხს ღებავენ დიდ ხუთშაბათს, რომელიც განასახიერებს ქრისტეს უკანასკნელი ტრაპეზის დღეს, როდესაც მან შესწირა პური და ღვინო, როგორც მისი სისხლის და სხეულის სიმბოლო, ნიშნად იმისა, რომ მზად იყო ჯვარცმისთვის, რათა სამყარო გაეთავისუფლებინა ცოდვის ბორკილებისგან.
ქრისტიანულ ტრადიციაში კვერცხი წარმოადგენს ნაყოფიერების სიმბოლოს და განასახიერებს ახალი სასიცოცხლო ციკლის დასაწყისს, ხოლო წითელი ფერი კი ქრისტეს სისხლს.
ერთ-ერთი ვერსიით ღვთისმშობელმა კვერხცი შესწირა მისი ძის მცველებს და ევედრებოდა არ ეწამებინათ იგი.
როდესაც ღვთისმშობლის ცრემლები კვერცხებს დაეცა ისინი წითლად შეიღება.
კიდევ ერთი ვერსია, რომელიც დაკავშირებულია წითელ ფერთან.
როდესაც რომის იმპერატორს შეატყობინეს ქრისტეს აღდგომის შესახებ, მან ეს ისეთივე დაუჯერებელ ამბად მიიჩნია, როგორც კვერცხის წითელი ფერი, რის შემდეგაც მარიამ მაგდალინელმა რამდენიმე კვერცხი წითლად შეღება და იმპერატორთან მიიტანა, რათა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა დაედასტურებინა.
ასევე ითვლება, რომ კვერცხი სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს საფლავს, რომელიც ჰერმეტულად იყო დახურული, როგორც კვერცხის ნაჭუჭი, მაგრამ მასში დაიმალა სიცოცხლე, რადგან მისგან გამოვიდა ქრისტე და მკვდრეთით აღდგა.
ჩვეულებისამებრ ითვლება, რომ პირველი კვერცხი, რომელიც სახლში იღებება ღვთისმშობლისაა და არ უნდა გატყდეს, არამედ უნდა შევინახოთ მომავალ აღდგომამდე.
საჯარო ტრანსპორტის მუშაობის შეცვლილი განრიგი აღდგომის ოთხშაბათამდე
