Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

როდის ვღებავთ კვერცხს წითლად და რატომ

წმინდა კვირაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩვეულებაა კვერცხის შეღებვა.

კვერცხი ძირითადად წითლად იღებება.

კვერცხს ღებავენ  დიდ ხუთშაბათს, რომელიც  განასახიერებს ქრისტეს უკანასკნელი ტრაპეზის დღეს, როდესაც მან შესწირა პური და ღვინო, როგორც მისი სისხლის და სხეულის სიმბოლო, ნიშნად იმისა, რომ მზად იყო ჯვარცმისთვის, რათა სამყარო გაეთავისუფლებინა ცოდვის ბორკილებისგან.

ქრისტიანულ ტრადიციაში კვერცხი წარმოადგენს  ნაყოფიერების სიმბოლოს და განასახიერებს ახალი სასიცოცხლო ციკლის დასაწყისს, ხოლო წითელი ფერი კი ქრისტეს სისხლს.

ერთ-ერთი ვერსიით  ღვთისმშობელმა კვერხცი შესწირა მისი ძის მცველებს და ევედრებოდა არ ეწამებინათ იგი.

როდესაც ღვთისმშობლის ცრემლები კვერცხებს დაეცა ისინი წითლად შეიღება.

კიდევ ერთი ვერსია, რომელიც დაკავშირებულია წითელ ფერთან.

როდესაც რომის იმპერატორს შეატყობინეს ქრისტეს აღდგომის შესახებ, მან ეს ისეთივე დაუჯერებელ ამბად მიიჩნია, როგორც კვერცხის წითელი ფერი, რის შემდეგაც მარიამ  მაგდალინელმა რამდენიმე კვერცხი წითლად შეღება და იმპერატორთან მიიტანა, რათა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა დაედასტურებინა.

ასევე ითვლება, რომ კვერცხი სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს საფლავს, რომელიც ჰერმეტულად იყო დახურული, როგორც კვერცხის ნაჭუჭი, მაგრამ მასში დაიმალა სიცოცხლე, რადგან მისგან გამოვიდა ქრისტე და მკვდრეთით აღდგა.

ჩვეულებისამებრ ითვლება, რომ პირველი კვერცხი, რომელიც სახლში იღებება ღვთისმშობლისაა და არ უნდა გატყდეს, არამედ უნდა შევინახოთ მომავალ აღდგომამდე.

საჯარო ტრანსპორტის მუშაობის შეცვლილი განრიგი აღდგომის ოთხშაბათამდე

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *