Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პარასკევი, 13 რიცხვი და ბერძნული ცრურწმენები

მიუხედავად იმისა, რომ ბერძნებს ოდითგანვე ეშინოდათ მე-13 სამშაბათის როგორც უბედურების მომტანი დღის, ანგლო-საქსონურმა კულტურამ, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ქვეყანაზე ფილმების, ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით ბოლო ათწლეულების განმავლობაში, წინა პლანზე წამოწია მე-13 პარასკევი და მასთან დაკავშირებული ცრურწმენები.

აღსანიშნავია, რომ ბერძნებს ბევრი ცრურწმენა აქვთ. ზოგიერთი მათგანი გავრცელებულია სხვა ქვეყნებშიც და ითვლება, რომ ასეთ დღეებში თუ გარკვეული მოვლენები ერთმანეთს დაემთხვევა, დანარჩენი დღეები ან თუნდაც წელიწადი შეიძლება სავსე იყოს უსიამოვნებებით.

მაგალითად, ყველაზე დიდი ბერძნული ცრურწმენაა ეგრეთწოდებული “მატი”, ანუ ბოროტი თვალი. ბერძნების უმეტესობა ფიქრობს, რომ ისინი ბოროტი თვალის ჯადოსქრობის ქვეშ არიან, თუ ისინი ძალიან ლამაზები არიან ან ძალიან მდიდრები.

მიუხედავად იმისა, თუ საზოგადოების კატეგორიას მიეკუთვნება, ბევრი ბერძენი გარბის „ქსემატიასტრასთან“, ქალთან, რომელმაც იცის, როგორ მოაშოროს ბოროტი თვალი სავარაუდო მსხვერპლს.

ბერძნებს ასევე სჯერათ, რომ თუ მათ წინ შავი კატა გაივლის, ეს უბედურების მომასწავებელია, მიუხედავად იმისა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იფიქრებს, რომ კატა უბრალოდ თავის საქმეზე მიდის და არანაირი ცუდი განზრახვა არ ამოძრავებს კონკრეტული ადამიანის მიმართ.

გარდა ამისა, ბერძნებს ძალიან ეშინიათ გატეხილი სარკეების რადგან ფიქრობენ, რომ მას უბედურება მოაქვს შვიდი წლის მანძილზე. თუ სარკე ტყდება ოჯახში, ზოგიერთმა შეიძლება მოისურვოს ნივთების ჩალაგება და სასწრაფოდ გადასვლა სახლიდან, რადგან ბევრს სჯერა, რომ სარკე ასახავს არა მხოლოდ ადამიანის გამოსახულებას, არამედ მის სულს.

გარდა ამისა, ბერძნების წარმოდგენაში გარდაუვალი უბედურების ნიშანია გამხმარი ყვავილები. გამხმარი ყვავილები ხომ არსებითად, მკვდარი ყვავილებია.

ასევე ცრურწმენაა დაკავშირებული წინა წლის კალენდართან. ბერძნები ტვლიან, რომ მისი სახლში დატოვება ცუდი ნიშანია,  რადგან ის ასოცირდება დროის სწრაფ სვლასთან და ამიტომ მომავალი დღეები შეიძლება არ იყოს კარგის მომტანი.

ბერძნებსაც აქვთ მარილის დაბნევის შიში. ისინი ამბობენ, რომ თუ მარილი შემთხვევით დაიბნევა, ეს უბედურების მომტანია.

საბერძნეთში სამზარეულოსთან დაკავშირებული სხვა ცრურწმენებიც არსებობს. მაგალითად, ხანდაზმული ბერძნები თვლიან, რომ არასდროს არ უნდა დადოთ პური ამობრუნებული, რადგან ეს არის უპატივცემულობა უფლის მიმართ, რომელიც გაწვდით პურს, რომელსაც მიირთმევთ. თუ ასე მოიქცევი, ღარიბი და მშიერი დარჩები.

და ბოლოს, არცერთ ბერძენს არ სურს კიბის ქვეშ გავლა. ეს ცრურწმენა დასავლეთშიც საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა საბერძნეთში მას განსაკუთრებით ემოციურად აღიქვამენ. ბერძენი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის კიბე სამკუთხედს ქმნის როდესაც ის კედელთან არის მიდგმული და თუ მის ქვეშ დადიხართ, ეს წმინდა სამების მიმართ უპატივცემულობის ნიშანია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *