საბერძნეთი: პრემიერი პირობას დებს, რომ დაიწყებს ბრძოლას მრავალეროვნული კორპორაციების წინააღმდეგ, რომლებიც საბერძნეთში პროდუქციას უფრო ძვირად ყიდიან
”ჩვენ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა”,- განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკიმ და პირობა დადო, რომ დაიწყებს ბრძოლას ”ტრანსნაციონალური და ეროვნული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ პროდუქციას ბევრად მაღალ ფასებში ყიდიან, ვიდრე სხვა ქვეყნებში”.
ოთხშაბათს ANT1-თან ინტერვიუში ბაზარზე საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნებზე მაღალი ფასების შესახებ საუბრისას პრემიერმა აღიარა, რომ ფასები ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ აქვე ადასტურებს: „ჩვენ ვხედავთ დასასრულის დასაწყისს ინფლაციის მზარდი თვალსაზრისით.”
რაც შეეხება ზეითუნის ზეთის ფასებს, რომელიც კვირიდან კვირამდე მატულობს, პრემიერმა ფაქტი „გლობალურ ფენომენს” დააბრალა, კიდევ ერთხელ უარყო დღგ-ის შემცირების პერსპექტივა და ისაუბრა მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ფასების შემცირების კუთხით.
მისივე თქმით, ფასების კლებასთან ერთად გაგრძელდება შემოსავლების ზრდა. ვინაიდან ბაზრის კონტროლს დამაკმაყოფილებელი შედეგი არ მოჰყოლია, პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა „სიგნალი“ გაეგზავნა იმ კომპანიებსა და საერთაშორისო კორპორაციებისთვის, რომლებიც ბაზრიდან სარგებლობენ. “თუ ვინმეს ჰგონია, რომ საბერძნეთი ბანანის რესპუბლიკაა და ერთსა და იმავე საქონელს სხვადასხვა ფასებში გაყიდის, მაშინ მათ დიდი პრობლემები აქვთ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გავუმკლავდებით პრობლემას, მოითმინეთ და ნახავთ.”
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაინტერესებულია ეკონომიკური პროგრესი აისახოს ყველა სფეროში, გაიზარდოს ხელფასები როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.
და აქვე ამბობს: “პარასკევს საღამოს ვერ ვიპოვე ჩვეულებრივი ლიტრიანი ბოთლით ზეითუნის ზეთი, რომლის ყიდვაც მინდოდა ერთ-ერთ სუპერმარკეტში… სოციალურ ქსელებში ბერძნები წერენ, რომ ჩრდილოეთ საბერძნეთის ზოგიერთ სუპერმარკეტში დაწესებულია ლიმიტი. იყიდება 3 ბოთლამდე ზეითუნის ზეთი და აქვე უნდა ვიფიქროთ, რომ ყიდიან ზეთს, რომელიც შარშან გამოწურეს, როცა ის თითქმის ნახევარი ფასი ღირდა, ვიდრე წელს საბითუმო მოვაჭრეები ყიდიან.”
