Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი- ავტოსაგზაო შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

დღეს, დიდი შაბათის დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ალექსანდროპული_ კომოტინის მონაკვეთზე, ეგნატიას გზატკეცილზე, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.

აუდის მარკის ავტომობილი, რომელშიც ათი ადამიანი- არალეგალი ემიგრანტები  და მათი გადამყვანი იმყოფებოდა, კომოტინის მიმართულებით, მაკრის გზაჯვარედინზე შევიდა მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, რის შემდეგაც  ის ალექსანდრუპოლისკენ მიმავალ შემხვედრ ავტომობილს შეეჯახა.

ავტომობილში მყოფი არალეგალებიდან ოთხი მომენტალურად დაიღუპა,  დანარჩენი ექვსი  და შემხვედრი ავტომობილის მძღოლი,  46 წლის ბერძენი  მამაკაცი  მძიმე დაზიანებებით ალექსანდრუპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ბერძენი მამაკაცი  ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

საავადმყოფოში  გარდაიცვალა  დაშავებული ემიგრანტებიდან კიდევ ერთი,  დანარჩენების მდგომარეობა  კი საგანგაშოდ მძიმეა, ექიმები მათგან მხოლოდ ორის გადარჩენის იმედს იძლევიან.

როგორც დაშავებულები, ასევე დაღუპულთა ცხედრები  მეხანძრეებმა დიდი გაჭირვებით ამოიყვანეს ავტომობილებიდან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *