Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი აღდგომის ტაძარში დიდი ზეიმით ჩატარდა

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი შესრულდა.

მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა.

წინასწარ შემოწმებულ და დალუქულ სამლოცველოში  შესული პატრიარქი  რამდენიმე წუთის შემდეგ  33 ანთებული სანთლით გამოვიდა და წმინდა ცეცხლი მომლოცველებს გადასცა.

33 სანთელი სიმბოლურად მაცხოვრის დედამიწაზე ყოფნის წლებს განასახიერებს. როგორც ვიცით იესო ქრისტე  33 წლის ასაკში აცვეს ჯვარს.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლას აღდგომის ტაძარში  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული მომლოცველების დიდი რაოდენობა დაესწრო.

როგორც წესი  ცეცხლი იერუსალიმიდან შემდეგ  სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში ჩააქვთ.

მართლმადიდებელთა რწმენით, ეს არის უდიდესი საიდუმლო, რომელიც ყოველწლიურად დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

გადმოცემის თანახმად,  ზეციური ცეცხლის რიტუალი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მესამე საუკუნიდან ტარდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *