Latest news
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა
შაბათი, აპრილი 18, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ალექსის კუგიასი კასელაკისის შესახებ: “საბერძნეთში დასასვენებლად ჩამოვიდა და პარტიის ლიდერი გახდა, რას ელოდებით?”

გავრცელებული ინფორმაციით პარტია “სირიზას” ლიდერი სტეფანოს კასელაკისი ნიუ-იორკში იმყოფება რათა ოფიციალურად გააფორმოს ურთიერთობა თავის პარტნიორთან ტაილ მაკბეტთან.

სტეფანოს კასელაკისის ქორწილს ნიუ – იორკში თავისებურად გამოეხმაურა ცნობილი ადვოკატი ალექსის კუგიასი ANT1-ის გადაცემაში “To Proinono” საუბრისას.

ის ეცადა გულგრილი დამოკიდებულებით დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია ფაქტის მიმართ, მაგრამ საბოლოოდ არ გამოუვიდა.

როგორც ალექსის კუგიასმა აღნიშნა, მან არ იცოდა, რომ SYRIZA-ს პრეზიდენტი ნიუ-იორკში ქორწინდებოდა და დასძინა:

„ეს არ ვიცოდი, უფრო სერიოზული საკითხები მქონდა მოსაგვარებელი. გუშინ გვიანობამდე მქონდა ძალიან სერიოზული სასამართლო პროცესი და არ ვიცი როდის გამოცხადდა ეს ამბავი და არც მაინტერესებს.

კაცი საბერძნეთში შვებულების გასატარებლად და სამხედრო ვალდებულების მოსახდელად ჩამოვიდა და პარტიის ლიდერად დანიშნეს. რას ელოდებით? რამე უკეთესს ელით? მან დატოვა არჩევნები, რათა წასულიყო და დაქორწინებულიყო თავის მედდა პარტნიორზე.

სხვა ცნობილი ბერძენი ჰომოსექსუალებიც დაქორწინდნენ საზღვარგარეთ, გაცილებით ცნობილი და დაფასებული პიროვნებები, ხელოვანები, ბიზნესმენები მაგრამ ამხელა აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. მე თვითონ აღმოვჩნდი ბერძენი ბიზნესმენის ერთსქესიანთა ქორწინებაში, რომელიც დაქორწინდა ჰოლანდიაში.

ცუდად გვაქვს საქმე ჩვენც და მათაც, ვინც ის პარტიის ლიდერად აირჩია, რადგან ასეთ დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ და ამდენ დროს ვუთმობთ ამ ადამიანს. უნდა შევწყვიტოთ მასთან და მის ნიღბებთან ურთიერთობა.”- ამბობს ის სტეფანოს კასელაკისის შესახებ.

ვიდეო:

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *