Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
ორშაბათი, მაისი 11, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

არ ვიცოდით რომ შშმ პირი იყო – აცხადებს 25 წლის ბიჭის დედა, რომელიც 17 წლის აუტიზმის მქონე ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდა

არ ვიცოდით რომ შშმ პირი იყო – აცხადებს 25 წლის ბიჭის დედა, რომელიც 17 წლის აუტიზმის მქონე ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდა

ნეა ფილადელფიაში, კერძოდ პატრიარხუ კონსტანტინუს მოედანზე 25 წლის ბიჭი 17 წლის აუტიზმის მქონე ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულს თავდასხმის შედეგად ყბა აქვს მოტეხილი და ელოდება, თუ როდის ჩაუტარდება ოპერაცია.

თავდამსხმელის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას გაიხსენა თუ რა მოუყვა მისმა შვილმა: “ვიღაც ქალმა ჩემი შვილის შეყვარებულს ხელი ჰკრა. ჩემი შვილის შეყვარებულმა ჰკითხა თუ რატომ ჰკრა ხელი, რაზეც ორმა ახალგაზრდა გოგონამ, რომლებიც ქალის უკან იდგნენ, უპასუხეს, რომ შუა ქუჩაში იდგა და იმსახურებდა, რაზეც ჩემი შვილის შეყვარებულმა მოსთხოვა არ ჩარეულიყვნენ. თუმცა ზემოთხსენებული გოგოები არ გაჩერებულან და რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე მათ ჰკრეს ხელი ჩემი შვილის შეყვარებულს. სწორედ ამან გამოიწვია არეულობა. ჩხუბი გოგოებსა და ჩემი შვილის შეყვარებულს შორის ატყდა. ჩემი შვილი კი მათ გაშველებას ცდილობდა. გაშველების პროცესში ჩემს შვილს ვიღაც ბიჭი მიუახლოვდა და სახეში მუშტი ჩაარტყა. რაზეც ჩემმა შვილვა მუშტის ჩარტყმითვე უპასუხა. არ ვიცოდით, რომ შშმ პირი იყო. როცა სახეში გირტყამენ ლოგიკურია საპასუხო რეაქცია გქონდეს.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *