Latest news
ცვლილებები არასრულწლოვნებისთვის: სავალდებული ასაკის რეგისტრაცია ელ.პლატფორმებზე, თინ.პროფილები და ღა... საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანი დამარცხდა კრეტა: 11 წლის ბიჭი 5 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა ფაქტები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება კერძები, რომლებიც აღდგომის სუფრის განუყოფელი ნაწილია ადგილობრივებისგან დაცლილი ათენის ქუჩებში აღდგომის კვირას მხოლოდ ტურისტებს თუ შეხვდებით სააღდგომო ფუსფუსი დედაქალაქის ქუჩებში რა განრიგით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს ნიუ იორკის მერმა აღდგომის დღესასწაული ადგილობრივებს ბერძნულად მიულოცა აღდგომა: შთამბეჭდავი კადრები ეკლესიებიდან
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

აქვს თუ არა საათის ცვლილებას უარყოფითი მხარე

აქვს თუ არა საათის ცვლილებას უარყოფითი მხარე

მსოფლიო საზოგადოება დღემდე კამათობს საჭიროა თუ არა დროის გადაწევა. საათის ისრის გადაწევის მომხრეები აღნიშავენ, რომ ეს მოქმედება დღის სინათლის რაციონალურად გამოყენების საშუალებას და ენერგორესურსების ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა. ამ იდეის მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ სიმამდვილეში არანაირი ეკონომია არ ხდება. უფრო მეტიც, მათი აზრით საათის ისრის გადაწევა დამატებით ხარჯებს იწვევს, რადგან უნდა გადაიწიოს არამხოლოდ საათი, არამედ სხვა მოწყოვილებები, მაგ. ელექტროენერგიის მრიცხველები და ა.შ.

თუმცა ყველაზე დიდი კამათი სამედიცინო წრეებში მიდის, რადგან ზოგიერთი ექიმის აზრით დროით მანიპულაცია ორგანიზმის ბიორიტმზე ნეგატიურად აისახება. 

საათის ისრის გადაწევა ადამიანებმა დღის სინათლის რაციონალური გამოყენებისა და ამავდროულად ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს, რისი საჭიროებაც პირველი მსოფლიო ომის დროს გაჩნდა, რადგან საომარი მოქმედებები დიდ ხარჯებს მოითხოვდა. 

დღემდე საათის ისარს მსოფლიოს 81 ქვეყანა წევს, რომელთა შორისაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა შედის.

წელს საბერძნეთში მარტის თვის ბოლო კვირა დღეს, 29 მარტს საათი 1 საათით წინ გადაიწევს. შესაბამისად საათის ისრები გამთენიის 03:00 საათიდან 04:00 საათზე გადაიწევა და დღეც საგრძნობლად მოიმატებს.

ზაფხულის დროით საბერძნეთის მოსახლეობა 2026 წლის 25 ოქტომბრამდე იცხოვრებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *