Latest news
2026 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების სია უკვე გამოქვეყნდა სამუდამო პატიმრობა შეეფარდა 40 წლის კაცს, 13 წლის გოგონას არაერთგზის გაუპატიურებისთვის  ტაქსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ გამოძიება ვარაუდობს რომ 16 წლის ლორა პანეპისტიმიუპოლთან ახლოს არის საჯარო მოსმენაზე გამოტანილია ახალი კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კოლექტიური ხელშეკრულებების გა... კარისტიანუ: პარტია ტემბის ტრაგედიას მანიპულაციის იარაღად არ აქცევს სიკინოსის მუნიციპალიტეტი 2026 წლიდან ყოველ ახალშობილზე 3 000 ევროს დახმარებას გასცემს კუნძული ნაქსოსი 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სიაში მოხვდა სალონიკი: პაციენტმა ექიმს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი ჰკრა 16 წლის ლორას ამ დრომდე ეძებენ
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
საბერძნეთიUncategorized

აღრინიო: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი მძიმედ დაშავდა

აღრინიო: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი მძიმედ დაშავდა

აღრინიოში, სოფელ პარავოლაში ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

 Kainourgiopress.gr – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანის მძღოლმა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო საჭეზე კონტროლი დაკარგა, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.

მძღოლის ავტომანქანიდან გადმოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

დაშავებული მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღრინიოს გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმები აცხადებენ რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგზაო პოლიცია აწარმოებს გამოძიებას ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *