ახალი წლის ღამეს 41 წლის ორსული ქალი საკუთარმა მეუღლემ უმოწყალოდ დაჩეხა
ახალი წლის ღამეს 41 წლის ორსული ქალი საკუთარმა მეუღლემ უმოწყალოდ დაჩეხა
შოკისმომგვრელი მკვლელობა, რომელიც 2024 წლის ახალი წლის ღამეს დაფიქსირდა, ამ დრომდე არ ავიწყდება საბერძნეთის მოსახლეობას.
41 წლის ღეორღია მურატი მის 39 წლის მეუღლესთან, აკისთან ერთად ხელჩაკიდებული სეირნობდა კალამარიაში.
41 წლის ღეორღიამ ღამის 10 საათზე დაასრულა მუშაობა და მეუღლესთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. იმ მომენტში ქალი ვერც კი უშვებდა, რომ ხელი მკვლელისთვის ჰქონდა ჩაკიდებული, რომელიც მას სიცოცხლეს გამოასალმებდა.
სახლში მისვლიდან რამდენიმე წუთში 7 თვის ორსული ღეორღია მისმა მეუღლემ, მის 34 წლის მეგობართან ერთად უმოწყალოდ დაჩეხა დანით.
დამნაშავეებმა მოკლული ქალის გვამი ხალკიდიკში დამარხეს. მკვლელობის მეორე დღეს კი ქალის მეუღლე სატელევიზიო გადაცემების დახმარებით მოსახლეობას დახმარებას სთხოვდა, რომ მისი გაუჩინარებული მეუღე ეპოვა.
საზოგადოების ემოციებზე მკვლელმა წარმატებით იმუშავა, თუმცა კრიმინალური წარსულიდან გამომდინარე სამართალდამცავი ორგანოების მოტყუება ვერ შეძლო.
39 წლის აკის და მის 34 წლის მეგობარს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა დაცვის მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და რამდენიმე დღეში სწორედ აღნიშნული პროცესია ჩანიშნული.
სასამართლო პროცესი 2026 წლის 9 იანვარს ჩატარდება.
