Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
ორშაბათი, მაისი 11, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ევროვიზიის წლევანდელი კონკურსანტი აკილა დედაზე საუბრობს

ევროვიზიის წლევანდელი კონკურსანტი აკილა დედაზე საუბრობს

გულისამაჩუყებელი პოსტი გამოაქვეყნა ევროვიზიის წლევანდელმა კონკურსანტმა აკილამ, რომელშიც დედაზე საუბრობს.

კონკურსანტი აცხადებს, რომ დედამისი 17 წლის იყო როცა პირველად საბერძნეთში საქართველოდან ჩვილი ბავშვით ხელში ჩამოვიდა და ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია.

მომღერალმა, რომელიც წელს საბერძნეთს წარადგენს ევროვიზიაზე, ინსტაგრამის პირად გვერდზე სიმღერის ტექსტის ნაწყვეტი გამოაქვეყნა და ინგლისურად თარგმნა, რომელიც მისივე განცხადების თანახმად პირდაპირ კავშირშია იმასთან, რაც დედამ ასწავლა: 

“17 წლის იყო როცა საქართველოდან ჩვილი ბავშვით ხელში ჩამოვიდა. ცხოვრება წარმოუდგენლად რთული იყო, ფული კი არასდროს იყო საკმარისი. მიუხედავად ამისა ის არასდროს დანებებულა. ჩემთვის ის ნამდვილი გმირია. ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი რაც მისგან ვისწავლე არის ის, რომ არასდროს უნდა დავნებდე. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ დედა. და სწორედ ამის გაზიარება მინდოდა თქვენთვის ამ სიმღერით “Ferto”. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან ხარ, ან რამდენი სირთულე გაქვს გამოვლილი. იამაყე იმით რაც ხარ. არასდროს მისცე უფლება ვინმეს შენი ბრწყინვალება წაგართვას. არავის მისცე უფლება შენს თავში ეჭვი შეგატანინოს. გააგრძელე ბრძოლა, განაგრძე კაშკაში მაშინაც კი, როცა ყველაფერი დასასრულს ჰგავს. ყოველთვის არსებობს “try again”. გჯეროდეს საკუთარი თავის. იყავი შეუჩერებელი!” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *