Latest news
9 მარტს დაკითხავენ ყოფილ მეან-გინეკოლოგს, რომლის სახლიდანაც ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვიდეომასალ... 7 მარტს საბერძნეთში კიდევ 538 ბერძენი დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მარიას და მართას ისტორია: ქალები, რომლებიც ბერძნულ პორტებში გაბატონებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ ნახევარმარათონის უჩვეულო და გამორჩეული მონაწილეები მარინაკუ ნახევარმარათონის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა საგზაო პოლიციამ ალკოტესტი მძღოლის ნაცვლად მგზავრს ჩაუტარა პტოლემაიდა: 49 წლის კაცს ძმამ დანით ჭრილობები მიაყენა 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება პენსიონერი ექიმის სახლიდან ბავშვთა პორნოგრაფიის ჩანაწერები ამოიღეს სალონიკი: ChatGPT-ის ლოგოთი დამზადებული სააღდგომო სანთლის შესაძენად რიგებია
ორშაბათი, მარტი 9, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

ვასილის კარასი: მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა – რას ამბობენ ექიმები და ვინ დგას მის გვერდით

ცნობილმა ბერძენმა მომღერალმა ვასილის კარასმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით დატოვა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება, თუმცა, მისი ძმის თქმით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და იბრძვის იმ პრობლემების დასაძლევად, რომლებიც ამჟამად მას საზოგადოების ყურადღების მიღმა ტოვებს.

დამიანოს კესოგლიდისმა გადაცემა „პროინოში“ მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა: „ყველაფერი კარგად მიდის, ის იბრძვის და გამოჯანმრთელდება.. ექიმებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. წუხელ მის სახლში ვიყავი, ყოველდღე მივდივარ, ჩვენ ვითამაშეთ ჩვენი ბირიბა, გავდივართ აივანზე, მივდივართ კავალაში, ხანდახან მის სოფელში, სადაც მამულები აქვს. მისი განწყობა დადებითია, ლოგიკურად აღიქვამს თავის მდგომარეობას და ებრძვის პრობლემას. ძალიან მამაცი ადამიანია, ღმერთის იმედი აქვს, ექიმებიც დიდ იმედს გვაძლევენ“, – ამბობს ის.

ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის გამო ვასილის კარასმა ოპერაცია გასული წლის ნოემბრის დასაწყისში სალონიკის ინტერბალკანურ ჰოსპიტალში გაიკეთა.

ამ დროს მომღერალი თავს ცუდად გრძნობდა. კრიტზე, ირაკლიოში, ცნობილ გასართობ ცენტრში სპექტაკლის დროს ის ცუდად გახდა და მიზანშეწონილად ჩათვალეს მისი გადაყვანა ვენიზელიოს საავადმყოფოში რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს ქრონიკული დაავადებები აწუხებდა.

 საავადმყოფოში ყოფნიდან ერთი წლის შემდეგ მარტში, ვასილის კარასი შესამჩნევად გაფითრებული და წონაში დაკლებული, თუმცა მომღიმარი, მეგობართან ერთად კამერის წინ პოზირებდა. კადრები ფოტოჟურნალისტმა ჰარის ლებიდაკისმა საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

იხილეთ ვიდეო: ვასილის კარასი – პირველი სატელევიზიო გამოჩენა 42 კგ-ის დაკლების შემდეგ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *