Latest news
სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას ბოლო 40 წლის განმავლობაში საბერძეთის 10 მთიან რეგიონში თოვლის საფარმა 58%-ით იკლო პროგრამა, რომელიც სახლის სარემონტო ხარჯებს 95%-მდე ფარავს: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ახალი პროგრამი... პროკურორმა გასცა 59 წლის კაცის დაკავების ბრძანება, რომელიც 23 წლის გოგონას პარკინგის ადგილის გამო ფი... ავტოსაგზაო შემთხვევამ 13 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა 89 წლის საბერძნეთის მოქალაქეს დღეს დაკითხვენ - მოხუცებულს ბრალი 3 განსაკუთრებით მძიმე და 6 მძიმე დან... ჯანდაცვის სამინისტროს შეცდომის გამო იშვიათი დაავადების მატარებელი პაციენტები მედიკამენტების გარეშე დ... ილია: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი სასიკვდილოდ დაშავდა რამდენად ცდილობს საბერძნეთის სახელმწიფო ხელი შეუწყოს შობადობის მატებას
ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
საბერძნეთი

ვოლოსის ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლის გაჩენის მცდელობის გამო პოლიციელი და სტუდენტი დააკავეს

ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლის გაჩენის მცდელობის შემთხვევა დაფიქსირდა ვოლოსში, რომელშიც სავარაუდოდ პოლიციელია ჩართული.

კერძოდ, ორი მამაკაცი, 22 და 32 წლის, ვოლოსის პოლიციის თანამშრომლებმა ლარისის გამზირზე, ბენზინგასამართი სადგურის გარეთ დააკავეს, რადგან მათ მანქანაში ცეცხლის გაჩენისთვის საჭირო მასალები აღმოაჩინეს.

მანქანაში, რომელიც ორმა ახალგაზრდამ ათენიდან დაიქირავა და საიდანაც სანომრე ნიშნები ამოიღეს, იპოვეს კაპიუშონი, ფარები, ბენზინის კასრები, ყალბი პირადობის მოწმობა, ორი სანომრე ნიშანი და დასაკეცი დანა.

ორივე მათგანი დააკავეს განზრახ დაწვის მცდელობის, ცეცხლგამჩენი მასალების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის და გაყალბების ბრალდებით, მაგრამ მათი სასამართლო პროცესი მომდევნო ორშაბათამდე გადაიდო, ბენზინგასამართი სადგურის მფლობელისა და პოლიციის თანამშრომლების არყოფნის გამო, რომლებმაც სავარაუდო დამნაშავეები დააკავეს.

ორი დაკავებულიდან ერთი მათგანი, 32 წლის, არის პოლიციელი, რომელიც ათენში მსახურობდა და ამჟამად უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, ხოლო 22 წლის სტუდენტია, რომლის სახლშიც ჩხრეკისას პოლიციამ რევოლვერი აღმოაჩინა.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *