Latest news
დღეს ΟΑΚΑ-ს სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი Metallica იმღერებს მეტრო და ავტობუსები დღეს განსხვავებული განრიგით გადაადგილდებიან 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა ავიაკომპანია Ryanair-ი საბერძნეთის სახელმწიფოსგან საგადასახადო დავალიანების გაყინვას ითხოვს დღეს და ხვალ ათენში საერთაშორისო ველორბოლა გაიმართება ლეფკადა: რომ გვცოდნოდა, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხელს არ მოვკიდებდით -... ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა Ryanair-ის კომერციული დირექტორი განცხადებას აქვეყნებს 9 მაისს დაგეგმილი Metallica-ს კონცერტზე დასასწრებად მსენელთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრ... რომელი გზები გადაიკეტება 9 და 10 მაისს საბერძნეთში საერთაშორისო ველორბოლის ფარგლებში
კვირა, მაისი 10, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

იერუსალიმის საპატრიარქოში აღდგომის აღნიშვნა წმინდა მიწაზე შექმნილი კრიზისის გამო შეზღუდულია

იერუსალიმის საპატრიარქოში აღდგომის აღნიშვნა წმინდა მიწაზე შექმნილი კრიზისის გამო შეზღუდულია

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგინში უკიდურესად კრიტიკული სიტუაციის გამო შექმნილი სირთულეებიდან გამომდინარე, იერუსალიმის საპატრიარქომ წლევანდელ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც რელიგიური ცერემონიების გარკვეული შეზღუდვებით ჩატარებაზე ისაუბრა.

უკვე მესამე წელია ცერემონიალი ძლიერი ადამიანური ტანჯვის ფონზე იმართება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღაზას სექტორში არსებულ ვითარებას, სადაც საპატრიარქო გამოხატავს ღრმა მწუხარებას მაცხოვრებლების ტანჯვის გამო და გმობს თავდასხმებს დასავლეთ სანაპიროზე მშვიდობიან მოსახლეობაზე.

ამავდროულად, აღინიშნება, რომ წმინდა ადგილებზე, როგორიცაა ალ-აქსას მეჩეთი, დაწესებული შეზღუდვები გავლენას ახდენს რელიგიურ ცხოვრებაზე და მორწმუნეთა სულიერ კავშირზე საკულტო ადგილებთან.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ბზობის კვირიდან აღდგომის კვირამდე წირვა-ლოცვები მხოლოდ ეკლესიებში ჩატარდება. 

აღნიშნული გადაწყვეტილება საპატრიარქომ ტანჯული ადამიანებისადმი პატივისცემიდან გამომდინარე მიიღო. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *