Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
პარასკევი, მაისი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ირაკლიო: პრესისთვის ცნობილი ხდება 40 წლის კაცის მკვლელობის დეტალები 

ირაკლიო: პრესისთვის ცნობილი ხდება 40 წლის კაცის მკვლელობის დეტალები 

შოკის მომგვრელია 40 წლის კაცის მკვლელობის ამბავი, რომლის ცხედარიც ოთხშაბათს საღამოს კამინიაში მდებარე მიტოვებულ შენობაში იპოვეს.

ცხედარს განსაკუთრებით ქვედა კიდურების ნაწილში აღენიშნებოდა ძლიერი სისხლდენის კვალი. ექსპერტიზის შედეგად კი დადგინდა, რომ კაცს ჭრილობები ბასრი იარაღით, სავარაუდოდ დანით მიაყენეს.

პირველად შედეგებზე დაყრდნობით ექსპერტიზა აცხადებს, რომ კაცს სულ მცირე 2 სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული. ივარაუდება, რომ კაცი სამშაბათს ღამით მოკლეს. მისი ცხედარი კი იმ ადამიანებმა იპოვეს შემთხვევით, რომლებიც მას პერიოდულად საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთებით ეხმარებოდნენ.

წინასაგამოძიებო კვლევების შედეგად დადგენილია ეჭვმიტანილის ვინაობაც. საუბარია 37 წლის კაცზე, რომელიც 10 თებერვალს საღამოს საათებში 40 წლის კაცთან ერთად იმყოფებოდა მკვლელობის ადგილზე. კაცებს შელაპარაკება მოუვიდათ, რის შედეგადაც ბასრი იარაღით ბრალდებულმა მსხვერპლს ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევის ადგილზე კიდევ 2 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც დახმარების აღმოჩენის გარეშე მიატოვეს 40 წლის კაცი. 

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა დაკითხვაზე, დეტალურად მოუყვა გამომძიებელს სამშაბათს საღამოს მომხდარი შელაპარაკების შესახებ, თუმცა ჩხუბის დაწყების მიზეზზე არ უსაუბრია. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *