კალიმნო: ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 60 წლის მთამსვლელმა
კალიმნო: ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 60 წლის მთამსვლელმა
ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 60 წლის მთამსვლელმა ჩეხეთიდან 27 მარტს საღამოს, რომელიც კალიმნოში მთოს დასალაშქრად იყო და 10 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.
დაშავებული მთამსვლელის საავადმყოფოში გადასაყვანად დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფი. მთამსვლელი კალიმნოს საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა მისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე დაგვიანებული იყო.
მიმდინარეობს გამოძიება ვარდნის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box
