Latest news
სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ეგვიპტეს შორის შეთანხმება მონასტრის ბერძნულ-მართლმადიდებლურ სტ... ვანგელის ცაპასი საკალათბურთო სკანდალის საქმის მთავარი მოწმეა საბერძნეთი ზამთრის დროზე გადავიდა - საათმა 1 საათით უკან გადაიწია ათენის საგარეუბნო მატარებლისა და მეტროს 24 სადგურის განახლება იგეგმება ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე საბერძნეთში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ 7 სპეციალიზებული ცენტრის შექმნა იგეგმება საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება - საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

კეფალონია: ჩემი შვილი შეაცდინეს, ნარკოტიკებთან არანაირი შეხება არ ჰქონია – აცხადებს 19 წლის მირტოს მამა

კეფალონია: ჩემი შვილი შეაცდინეს, ნარკოტიკებთან არანაირი შეხება არ ჰქონია – აცხადებს 19 წლის მირტოს მამა

შეძრულია არამხოლოდ 19 წლის მირტოს ოჯახი, არამედ სრულიად კეფალონიას მოსახლეობა 14 აპრილის დილის შემდეგ, როცა გოგონა არღოსტოლის ცენტრალურ მოედანზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ექიმებმა მირტოს გადარჩენა ვერ შეძლეს. 

გარდაცვლილის მამამ ტელემაუწყებელ ΑΝΤ1-სთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი შვილი ძალიან მშვიდი და წესიერი ბავშვი იყო და არანაირი შეხება არ ჰქონია ნარკოტიკებთან. გოგონას ოჯახის წევრებს სჯერათ, რომ ის მისმა მეგობრებმა შეაცდინეს, ან აიძულეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება და ითხოვენ გამოძიების შედეგად დადგინდეს ყველა დამნაშავის ვინაობა: “მირტო არ იყო ასეთი ბავშვი.. შეიძლება შეაცდინეს, აიძულეს, ჩუმად რამე ჩაუყარეს სასმელში. ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე მივიდა გონზე იყო, 2 წუთის შემდეგ გარადიცვალა. ღამის სამ საათზე დააგდეს ქუჩაში და ხუთ საათამდე მარტო იყო, ტროტუარზე ეგდო და სიცოცხლისთვის იბრძოდა. ძაღლსაც არ დატოვებდნენ ესე.. ჩემი არსებობა ჩემი შვილის გარდაცვალებით დასრულდა.. დავამთავრე. ჩემი გოგონა, ჩემი პატარა, ჩემი ანგელოზი, შეეძლო მის მსოფლიო გამხდარიყო, მაგრამ კეფალონიაში დავიტოვე.. არ მინდოდა ათენში წასულიყო.. არ მინდოდა ჩაებარებინა ეროვნულები და წასულიყო ათენში, რომ არ დემკარგა. ამდენი დანაშაულით, ამდენი საფრთხით ქუჩაში, შეშინებული ვიყავი, აქ დავიტოვე და მაინც ვერ ავარიდე საფრთხე.. შვილი მომიკლეს..”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *