კილომეტრიანი რიგები ათენის შემოსასვლელებში და თვალუწვდენელი საცობი კორინთოში
კილომეტრიანი რიგები ათენის შემოსასვლელებში და თვალუწვდენელი საცობი კორინთოში
სააღდგომოდ დასასვენებლად წასული მოსახლეობა ბოლო ორი დღეა ქალაქში ბრუნდება.
საგზაო პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წელს სააღდგომოდ ქალაქი მოსახლეობის ყველაზე დიდმა რაოდენობამ დატოვა პანდემიის შემდეგ და სწორედ ამიტომ როგორც დიდ ხუთშაბათს ასევე სამშაბათსაც ეროვნულ მაგისტრალებზე საცობებმა პიკს მიაღწია.
ათენი კორინთოს გზაზე მანქანები ან უძრავად იდგნენ ან ძალიან დაბალი სიჩქარით გადაადგილდებოდნენ. უფრო კონკრეტულად კი სამშაბათს საღამოს 19:00 საათისკენ კილომეტრიანი რიგები იყო მანქანების ისთმიაში, აღიოს თეოდოროსზე, კინეტასა და მეღარაში.
შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო ათენი ლამიას გზაზე, სადაც შეინიშნებოდა გადაადგილების მხოლოდ მცირედი შეფერხება.
Facebook Comments Box