Latest news
როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა
ორშაბათი, აგვისტო 24, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კუნძული როდოსი: რატომ უწევთ იძულებით გადაადგილებულ პირებს ქუჩაში ცხოვრება 

კუნძული როდოსი: რატომ უწევთ იძულებით გადაადგილებულ პირებს ქუჩაში ცხოვრება 

კუნძულ როდოსზე ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია ქუჩებში გაშლილმა ასობით კარავმა, რომლებშიც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. 

ფოტოსურათებს კუნძული სხვადასხვა ქუჩებიდან rodiaki.gr ავრცელებს.

ადგილობრივი გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კუნძულზე იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 700 სცდება, როდოსის პორტში გაშენებულ ბანაკში საკმარისი ადგილი არ არის, სწორედ ამიტომ უწევთ მათ ქუჩებში კარვების გაშლა და მათთვის, ვისაც კარავიც კი არ ერგოთ ღამის გასათევად, კარდონის ყუთებში უწევთ ცხოვრება. 

სამხრეთ დოდეკანისას კუნძულების პოლიციის ოფეცერთა კავშირის პრეზიდენტი მანოლის ანდრულაკისი აცხადებს, რომ საჭიროა იძლებით გადაადგილებულ პირთა კუნძულ კოსზე და ლეროსზე გადაყვანა, რადგან კუნძულ როდოსს არ აქვს საჭირო რესურსები ამდენი პირის შეფარებისთვის და ადამიანური პირობების შექმნისთვის. იქვე დასძინა რომ არ ხორციელდება არც დაგეგმილი მარშრუტები. მაგ. ორი დღის წინ უნდა მომხდარიყო 120 იძულებით გადაადგილებულ პირთა პირეის გავლით დიავატაში გადაყვანა, რომელიც არ განხორციელდა. 

ბანაკი, რომელიც კუნძულის პორტში გაშენდა მაქსიმუმ 100 ადამიანს იტევს, მაშინ როცა როგორც უკვე აღვნიშნეთ იძულები გადაადგილებულ პირთა რაოდენობა შვიდასს სცდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *