Latest news
20 თებერვლიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი ვარი: ელექტროშოკის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა ვიოლანდა: აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ადვოკატი განცხადებას აქვეყნებს დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ლამია: მამაო საგზაო პოლიციის თანამშრომელს ყელში სწვდა, მანქანის ნომრები გამოგლიჯა და დაწყევლა

ლამია: მამაო საგზაო პოლიციის თანამშრომელს ყელში სწვდა, მანქანის ნომრები გამოგლიჯა და დაწყევლა

უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა მამაოსა და საგზაო პოლიციას შორის ლამიაში, როცა მამაომ მანქანა ტროტუარზე გააჩერა და წავიდა.

ტროტუარზე გაჩერებული მანქანის დაფიქსირების შემდეგ საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანას სანომრე ნიშნები დახსნეს, ნომრების მოხსნის პროცესში დაბრუნებული მამაო პოლიციის თანამშრომლებს ყელში სწვდა, სანომრე ნიშნები ხელიდან გამოგლიჯა და აღდგომის არ გათენება უსურვა.

lamiareport.gr – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საწყის ეტაპზე მამაომ სცადა აეხსნა პოლიციის თანამშრომლებისთვის რომ მიცვალებულისთვის წესის ასაგებად იყო ასული და სწორედ ამიტომ დატოვა დროებით მანქანა. თუმცა რადგან ამ მიზეზმა არ გაჭრა დაიწყო გინება და გახდა აგრესიული. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მისი დამშვიდება სცადეს მან ისინი მაინც დაწყევლა:

“არ ვიცი და არც მაინტერესებს ვინ ხართ. დავრეკავ მინისტრთან და გაგყრით სამსახურიდან. თქვენ ვერ მოესწროთ აღდგომას!”

@lamiareport.gr

Αρχιμανδρίτης προκάλεσε πανικό στο κέντρο της Λαμίας #lr #lamia #Lamiareport #news #greektiktok #tiktokgreece #centralgreece #fyp #fy #video #videoviral #greece

♬ πρωτότυπος ήχος – LamiaReport.gr

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *