Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ლიკავიტოსის ბორცვთან ერთად ათენის ეროვნული პარკიც დაიკეტა

ლიკავიტოსის ბორცვთან ერთად ათენის ეროვნული პარკიც დაიკეტა

დღეს, 29 ივნისს დაიკეტა ათენის ეროვნული პარკიც ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის გამო, რომელსაც ძლიერი ქარები და სიცხის ტალღა იწვევს.

ქარების სიმძლავრე 9 ბოფორს გადააჭარბებს.

ეროვნული პარკი დაიკეტება განუსაზღვრელი ვადით ისევე, როგორც ლიკავიტოსის ბორცვი. 

შეგახსენებთ, რომ სრულ მზადყოფნაშია ათენის მუნიციპალიტეტის ყველა პასუხისმგებელი ორგანო ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის საშიშროების გამო, რომელსაც მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარები უფრო ზრდიან.

გამომდინარე აქედან მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის დაიკეტა ლიკავიტოს ბორცვიც გუშინ, ღამის 00:00 საათიდან განუსაზღვრელი ვადით, სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ახალ განკარგულებამდე.

ბორცვზე ხანძრის პრევენციის მიზნით მობილიზებული იქნება ათენის დასუფთავებისა და გამწვანების სამსახური, რომლის თანამშრომლებიც მორიგეობით შეამოწმებენ ტერიტორიას. ქალაქს გააკონტროლებენ დრონებიც და თერმული კამერებიც, რომლებიც ხელს უწყობს ნებისმიერი თერმული ცვლილების დროულად გადაცემას პასუხისმგებელი ორგანოებისთვის. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *