Latest news
სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ეგვიპტეს შორის შეთანხმება მონასტრის ბერძნულ-მართლმადიდებლურ სტ... ვანგელის ცაპასი საკალათბურთო სკანდალის საქმის მთავარი მოწმეა საბერძნეთი ზამთრის დროზე გადავიდა - საათმა 1 საათით უკან გადაიწია ათენის საგარეუბნო მატარებლისა და მეტროს 24 სადგურის განახლება იგეგმება ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე საბერძნეთში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ 7 სპეციალიზებული ცენტრის შექმნა იგეგმება საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება - საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

მარღარიტა პაპანდრეუ 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

მარღარიტა პაპანდრეუ 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

103 წლის ასაკში გარდაიცვალა მარღარიტა პაპანდრეუ, მწერალი და საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეას პაპანდრეუსის მეორე მეუღლე. წყვილი 1951 წელს დაქორწინდა და ქორწინებაში 1989 წლამდე იმყოფებოდა.

მარღარიტა პაპანდრეუსა და ანდრეას პაპანდრეუს ოთხი შვილი ჰყავდათ.

მარღარიტა პაპანდრეუ 1923 წლის 30 სექტემბერს აშშ-ში, ილინოისის შტატის ქალაქ ოუკ-პარკში დაიბადა. თავდაპირველად ჟურნალისტიკას სწავლობდა, შემდეგ კი მინესოტას უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით მაგისტრატურა გაიარა. სწორედ იქ გაიცნო 1947 წელს მომავალი მეუღლე.

იგი აქტიურად მონაწილეობდა ქალთა უფლებებისა და მშვიდობის საკითხებში. დააარსა საბერძნეთის ქალთა კავშირი (ΕΓΕ) და რვა წლის განმავლობაში მისი პრეზიდენტი იყო. ასევე იყო მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორი.

მარღარიტა და ანდრეას პაპანდრეუები თავდაპირველად აშშ-ში, მინესოტაში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი კალიფორნიაში გადავიდნენ. წყვილმა სამოქალაქო ქორწინება 1951 წლის 30 აგვისტოს, რენოში გააფორმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *