Latest news
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა
შაბათი, აპრილი 18, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

მეუღლესთან კამათის შემდეგ სახლი გადაწვა

მეუღლესთან კამათის შემდეგ სახლი გადაწვა

ორესტიადაში, კავილის დასახლებაში მაცხოვრებელი წყვილის ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ განრისხებულმა კაცმა გადაწყვიტია უსახლკაროდ დაეტოვებინა მისი ოჯახი და მათი საცხოვრებელი ბინისთვის ცეცხლი გაეჩინა.
ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკება შაბათს დაახლოვებით გამთენიის 02:30 საათზე დაიწყო. შელაპარაკება მალევე ჩხუბში გადაიზარდა, კაცი ცოლისთვის ხელის დასარტყმელადაც კი გაიწია მაშინ, როდესაც მათ არასრულწლოვან შვილებს გვერდით ოთახში ეძინათ. განრისხებულმა კაცმა ჩხუბი არ იკმარა და სახლისთვის ცეცხლის წაკიდება გადაწყვიტა. ცეცხლი მალევე მოედო მთელ სახლს. საბედნიეროდ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან ყველამ დროულად მოასწრო სახლის დატოვება.
შემთხვევის ადგილზე 3 სახანძრო მანქანა და 6 მეხანძრე მივიდა ხანძრის ჩასაქრობად. ცეცხლმა სახლის დიდი ნაწილი დააზიანა.

პოლიციამ დააკავა მოძალადე, რომლის წინააღმდეგაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ოჯახური ძალადობისა და ცეცხლის განზრახ წაკიდების გამო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *