Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მიმდინარეობს საჯარო მოხელეების საპროტესტო აქცია ათენის ცენტრში 

მიმდინარეობს საჯარო მოხელეების საპროტესტო აქცია ათენის ცენტრში 

ათენის ცენტრში, კლავთმონოსის მოედნიდან დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომელიც ორგანიზებულია საჯარო მოხელეთა პროფკავშირების მიერ. შეგახსენებთ, რომ პროფკავშირებმა 24 საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს. 

აქციაში მონაწილეობას იღებენ საჯარო სექტორის ყველა კატეგორიის თანამშრომლები: როგორც მუდმივი შტატის თანამშრომლები, ისე კონტრაქტორები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კონტრაქტორების სტატუსის საკითხს, რადგან პროფკავშირები მოითხოვენ მათი სამუშაო ურთიერთობების დაკანონებას და შტატშო ჩასმას.

საპროტესტო მსვლელობას შეუერთდა პოლიტიკოსი ზოი კონსტანტოპულუც. 

აქციის მონაწილეები ხაზს უსვამენ, რომ საჯარო სექტორში არსებული ხელფასები აღარ არის საკმარისი ელემენტარული ცხოვრების საჭიროებების დასაფარად. ამასთანავე მიუთითებენ კადრების მწვავე დეფიციტზე და სისტემურ პრობლემებზე, რაც ხშირად საჯარო მოხელეების უსამართლო კრიტიკის მიზეზი ხდება.

პროფკავშირების შეფასებით, პრობლემების გადაჭრის გზა თანამშრომლების დადანაშაულება კი არა, არამედ საჯარო სერვისების გაძლიერება და სახელმწიფოს მხრიდან უფრო აქტიური მხარდაჭერაა.

გაფიცვის ძირითადი მოთხოვნები მოიცავს ხელფასების ზრდას, 13-ე და 14-ე ხელფასის აღდგენას, საგადასახადო შეღავათების გაფართოებას, ასევე საჯარო სექტორში მასობრივ და სტაბილურ დასაქმებას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებაზე.

პროფკავშირები ასევე ითხოვენ ანტი-შრომითი კანონების გაუქმებას და პრივატიზაციის პროცესის შეჩერებას, რაც მათი თქმით, საფრთხეს უქმნის საჯარო სიკეთეებს.

დღევანდელი აქცია ნათლად აჩვენებს საჯარო სექტორის უკმაყოფილებას არსებული სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.

პროფკავშირები მზად არიან გააგრძელონ ზეწოლა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *