ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა გარემოსთვის
ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა გარემოსთვის
დღეს-დღეისობით არ არსებობს მსოფლიოში ისეთი ქვეყანა, რომელსაც არ ჰქონდეს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებით დიდ ქვეყნებში, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე სამრეწველო ნარჩენები უზამრაზარ მასშტაბებს აღწევს. ნაგავსაყრელები იკავებენ მიწის საკმაოდ დიდ ფართობს, აბინძურებენ ნიადაგს, ატმოსფეროსა თუ წყლის რესურსებს, რაც, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა დაავადებებისა და ეპიდემიების გამომწვევი მიზეზია. შესაბამისად, მსოფლიოს სჭირდება ნარჩენების მართვასთან სწორი მიდგომა, რათა უამრავი პრობლემა აიცილოს თავიდან.
მთავარი მიზანი საყოფაცხოვრებო თუ საწარმოო ნარჩენების შემცირებაა. მისი მიზანია შევიძინოთ ოპტიმალური რაოდენობის სურსათი თუ საქონელი, რათა ჭარბი ნარჩენების წარმოქმნა არ მოხდეს.
იმისთვის რომ გარემოს მოვუფრთხილდეთ შეგვიძლია გადავამუშავოთ ნარჩენები. ამ დროს ხდება მეორადი ნივთების ტექნოლოგიური დამუშავება და მიიღება სხვა პროდუქტი. მისი მტავარი უპირატესობა ნედლეულისა თუ რესურსების მოხმარების შემცირებაა, რადგან ხდება უკვე არსებული ნივთის დამუშავება. მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში კანონმდებლობა ავალდებულებს ევროკავშირის მოქალაქეებს ნარჩენები დაახარისხონ 7 ტიპად: ალუმინი, მუყაო, ქაღალდი, მინა, პლასტმასი, ფოლადი და ხის ნაკეთობა.
ჩვენი როგორც მოქალაქეებმა წვლილი ამ დიდ პროცესში ნარჩენების გადახარისხებით შეგვიძლია შევიტანოთ და მოვათავსოთ მათთვის განკუთვნილ ნაგვის ყუთში.
