ნორვეგიის მოქალაქემ ციხეში თვითმკვლელობა სცადა
ნორვეგიის მოქალაქემ ციხეში თვითმკვლელობა სცადა
თვითმკვლელობა სცადა ნორვეგიის მოქალაქემ კორიდალოს ციხეში, რომელიც სალონიკში 32 წლის პოლიციელის მკვლელობის გამო დააკავეს.
პატიმარმა არც თუ ისე სახიფათო თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც ექიმებმა მალევე შეძლეს მდგომარეობის გამოსწორება და პაციენტის გადარჩენა. პატიმარი ნიკეას საავადმყოფოში გადაიყვანეს და საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ დღეს საღამოსთვის მისი საავადმყოფოდან გაწერა იგეგმება. საავადმყოფოდან პატიმარს კორიდალოს ციხის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანენ, სადაც იქნება სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის მოქალაქე სალონიკის ერთ-ერთ ბარში 32 წლის პოლიციელს დანით დაესხა თავს. პოლიციელი მაშინ დაშავდა, როდესაც ბარში ატეხილი ჩხუბის ჩახშობას ცდილობდა. სწორედ ამ დროს მიიღო 44 წლის ნორვეგიის მოქალაქისგან სასიკვდილო დარტყმა.
