პატრა: მოტოციკლეტისტი 2 მოსწავლეს დაეჯახა
პატრა: მოტოციკლეტისტი 2 მოსწავლეს დაეჯახა
ხუთშაბათს დილით სკოლისკენ მიმავალ გზაზე მოტოციკლი 2 მოსწავლეს დაეჯახა.
საბედნიეროდ ავტოსაგზაო შემთხვევას ტრაგიკული დასასრული არ მოჰყოლია. 2 მოსწავლიდან მხოლოდ ერთი დაშავდა, რომელმაც დაცემისას სახე დაარტყა. ხოლო მძღოლი კი შეჯახების შედეგად მოტოციკლიდან გადმოვარდა და მსუბუქად დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხანშიშესულმა მძღოლმა ვერ მოასწრო ბავშვების დანახვა და შესაბამისად ვერ მოასწრო დამუხრუჭება.
Facebook Comments Box
