Latest news
დღეს ΟΑΚΑ-ს სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი Metallica იმღერებს მეტრო და ავტობუსები დღეს განსხვავებული განრიგით გადაადგილდებიან 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა ავიაკომპანია Ryanair-ი საბერძნეთის სახელმწიფოსგან საგადასახადო დავალიანების გაყინვას ითხოვს დღეს და ხვალ ათენში საერთაშორისო ველორბოლა გაიმართება ლეფკადა: რომ გვცოდნოდა, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხელს არ მოვკიდებდით -... ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა Ryanair-ის კომერციული დირექტორი განცხადებას აქვეყნებს 9 მაისს დაგეგმილი Metallica-ს კონცერტზე დასასწრებად მსენელთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრ... რომელი გზები გადაიკეტება 9 და 10 მაისს საბერძნეთში საერთაშორისო ველორბოლის ფარგლებში
კვირა, მაისი 10, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

როგორ აღნიშნავს ათენის მუნიციპალიტეტი 28 ოქტომბერს

როგორ აღნიშნავს ათენის მუნიციპალიტეტი 28 ოქტომბერს

ათენის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავს საბერძნეთის ეროვნულ დღესასწაულს “ΟΧΙ”-ს დღეს. ყოველწლიურად გამართული ღონისძიებები კი აღლუმით სრულდება. უკვე პარასკევიდან, 24 ოქტომბრიდან, ქალაქები ლურჯი და თეთრი ფერების კომბინაციებით შეიმოსა. სახლებიდან გადმოფენილია საბერძნეთის დროშები, ხოლო ცენტრალური მოედნები კი განათებულია ეროვნული ფერებით.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის დროს, 1940 წლის 28 ოქტომბერს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი იოანის მეტაქსასი ცდილობდა ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას. გამომდინარე აქედან მან იტალიის დიქტატორს, ბენიტო მუსოლინის მიერ წაყენებულ ულტიმატუმზე, იტალიის ჯარებს დაეკავებინათ საბერძნეთში სტრატეგიული ტერიტორიები, მტკიცე უარი განუცხადა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრისგან წამოსული კატეგორიული და ერთმნიშნელოვანი “არა”, რომელსაც სრულიად საბერძნეთის მოსახლეობა იზიარებდა იტალია-საბერძნეთს შორის ომის გამომწვევი მიზეზი გახდა, რამაც ავტომატურად გამოიწვია საბერძნეთის მეორე მსოფლიო ომში ჩართვა. იტალიის შემოსევის დროს, საბერძნეთმა მოიგერია თავდაპირველი თავდასხმა და კონტრშეტევა განახორციელა 1941 წლის მარტში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *