Latest news
Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს 17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის 17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარადიული გზავნილია

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარადიული გზავნილია

2026 წლის 23 ოქტომბერს საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა 28 ოქტომბრის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ღონისძიება გამართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო 1940 წლის ისტორიული „არა“ და მისი მნიშვნელობა თავისუფლების, ღირსების, რწმენისა და ეროვნული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით.

მოხსენებით, სახელწოდებით „1940 წლის „არადან“ ბერძნული სულის მარადიულ აწმყომდე“, გამოვიდა მღვდელმთავარი დიმიტრიოს კუნდურისი. მან ისაუბრა ბერძენი ჯარისკაცების თავგანწირვაზე, პინდოსის ქალების მნიშვნელოვან წვლილზე, რომლებიც ფრონტზე საკვებსა და საბრძოლო მასალას აწვდიდნენ ჯარისკაცებს და დაჭრილების გადაყვანაში მონაწილეობდნენ, ასევე ომის დროს ეკლესიისა და ოჯახების მხარდაჭერაზე.

მომხსენებლის განცხადებით, 1940 წლის მოვლენების გახსენება მხოლოდ წარსულის პატივისცემას არ ნიშნავს ის დღევანდელ თაობებსაც აკისრებს პასუხისმგებლობას, დაიცვან თავისუფლება, სამართლიანობა, სიყვარული და მშვიდობა: „ჩვენი წინაპრების „არა“ დღეს თითოეული ჩვენგანისთვის ღირებულებებისა და პასუხისმგებლობის წინაშე მუდმივ „აქ ვარ“-ად იქცევა“, – აღნიშნა მან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *