Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
კვირა, ნოემბერი 22, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი: 2030 წლისთვის საბერძნეთს უძლიერესი შეიარაღებული ძალები ეყოლება

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი: 2030 წლისთვის საბერძნეთს უძლიერესი შეიარაღებული ძალები ეყოლება

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა თავდაცვის სამინისტროს განახლებული შენობის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანას შესაძლოა საბერძნეთის ისტორიაში უძლიერესი შეიარაღებული ძალები ჰყავდეს.

მინისტრის განცხადებით, სამხედრო სფეროში ტექნოლოგიურმა პროგრესმა თავდაცვის სისტემების ძირეული რეფორმა აუცილებელი გახადა. ამ მიზნით, 2024 წლიდან ხორციელდება „დღის წესრიგი 2030“, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას.

ღონისძიებაზე ასევე გაიხსნა თავდაცვის სამინისტროს შენობის განახლებული ჩრდილოეთი ფასადი, რომელიც არქიტექტორ კოსტას ვაროცოსის პროექტით განხორციელდა. სამუშაოები პირეოსის ბანკის მიერ გაღებული 10 მილიონი ევროს შემოწირულობით დაფინანსდა. პროექტი მოიცავს შენობის ბიოკლიმატურ განახლებას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებას.

დენდიასმა აღნიშნა, რომ სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დაახლოებით 130 მილიონი ევროს შემოწირულობა, ხოლო ბერძენ გემთმფლობელთა კავშირს სამხედრო ფლოტის შესაძლებლობების გასაძლიერებლად დამატებით 250 მილიონი ევროს დახმარება სთხოვა.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე რეფორმების წარმატებით გაგრძელება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *