Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
კვირა, ნოემბერი 15, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის სახელმწიფო ფერმერებისთვის საწვავის შესაძენად შეღავათებს დააწესებს

საბერძნეთის სახელმწიფო ფერმერებისთვის საწვავის შესაძენად შეღავათებს დააწესებს

საბერძნეთში 2026 წლის 1 ნოემბრიდან სასოფლო-სამეურნეო დიზელის შეძენისას აქციზისა და შესაბამისი დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) შეღავათი უშუალოდ ბენზინგასამართ სადგურზე ამოქმედდება. ახალი სისტემა ფერმერებს საშუალებას მისცემს, საწვავი შეღავათიანი პირობებით შეიძინონ და გადასახადის შემდგომ დაბრუნებას აღარ დაელოდონ.

ცვლილება განხორციელდება ციფრული პლატფორმის myDiesel-ის მეშვეობით, რომელსაც საბერძნეთის დამოუკიდებელი საჯარო შემოსავლების ორგანო (AADE) მართავს. პლატფორმა 22 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულ პორტალზე myAADE, მოგვიანებით კი მისი გამოყენება მობილური ტელეფონებითა და პლანშეტებითაც გახდება შესაძლებელი.

შეღავათით სარგებლობისთვის ბენზინგასამართი სადგურები myDiesel-ის სისტემაში რეგისტრაციას გაივლიან. აუცილებელი პირობაა, რომ მათ AADE-ს შესაბამის რეესტრში არსებული მონაცემებიც განახლებული ჰქონდეთ.

საწვავის გაყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების ელექტრონული გადამოწმების შემდეგ, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებს სახელმწიფოსგან აქციზის თანხა ავტომატურად დაუბრუნდებათ კვირაში სულ მცირე ორჯერ, ორშაბათსა და ხუთშაბათს. ამ პროცესისთვის მათ დამატებითი განაცხადის წარდგენა აღარ დასჭირდებათ.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად შეტყობინება დაახლოებით 450 ბენზინგასამართ სადგურს გაეგზავნა, რომელთა თითქმის ნახევარმა საჭირო ცვლილებები უკვე განახორციელა.

ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო, AADE-ს რეკომენდაციით, ასევე ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ბენზინგასამართ სადგურებს აქციზის შესაბამისი დღგ-ც დაუბრუნდებათ.

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს დაბრუნებული თანხების დაცვას: მათი დაყადაღება ან სხვა დავალიანების დასაფარად გაქვითვა არ იქნება შესაძლებელი.

ახალი მექანიზმის მიზანია ფერმერებისთვის საწვავის შეძენის გამარტივება, საგადასახადო შეღავათის დროულად მიღება და არსებული ადმინისტრაციული პროცედურების შემცირება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *