Latest news
დემოგრაფიული კრიზისი ევროსის რეგიონში სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
საბერძნეთიUncategorized

სალონიკი: სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 წლის მოსწავლის წინააღმდეგ, რომელმაც თანაკლასელი სცემა

სალონიკი: სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 წლის მოსწავლის წინააღმდეგ, რომელმაც თანაკლასელი სცემა

სალონიკში, სკოლის ტერიტორიაზე თანატოლის ჯგუფურად ცემის საქმეზე, პროკურატურამ 17 წლის მოზარდის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

დაზარალებულის განცხადებით, გასულ პარასკევს მას სკოლაში რამდენიმე პირი დაესხა თავს, ფიზიკურად გაუსწორდა, მომხდარი ვიდეოზე გადაიღო და პირადი ნივთიც წაართვა. მისი თქმით, ბრალდებული ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა, თუ ის მოსწავლეთა საბჭოს დატოვებაზე უარს იტყოდა.

17 წლის მოზარდს ბრალად ედება დაუცველი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საფრთხის შემცველი ქმედება, პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენება და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობა.

მოზარდი სასამართლო სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილების შემდეგ გაათავისუფლეს. საქმეში მონაწილე სხვა პირების ვინაობის დასადგენად პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *