Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

სალონიკში 28 ოქტომბრის სამხედრო აღლუმისთვის მზადება მიმდინარეობს

სალონიკში 28 ოქტომბრის სამხედრო აღლუმისთვის მზადება მიმდინარეობს

2026 წლის 22 ოქტომბერს სალონიკში საბერძნეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღლუმისთვის გენერალური რეპეტიცია გაიმართა. მსვლელობაში მონაწილეობდნენ Leopard-ის ტანკები, ჯავშანტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატები და თანამედროვე სამხედრო სისტემები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებს, მათ შორის David’s Sling-სა და Barak MX-ს, ასევე დრონებთან ბრძოლის საშუალებებს, რომლებიც საბერძნეთის საჰაერო სივრცის დაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

რეპეტიციაზე წარმოდგენილი იყო საბერძნეთში წარმოებული უპილოტო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო აპარატებიც, მათ შორის „ΑΝΕΜΟΓΙΑΝΝΗΣ“, „ΑΝΤΑΙΟΣ“ და „ΑΡΠΥΙΑ“. ასევე მონაწილეობდნენ სპეციალური დანიშნულების ძალები და ქვეითი ჯარის თანამედროვე აღჭურვილობა.

რეპეტიცია წინ უძღვის 28 ოქტომბერს, სალონიკში, ალექსანდრე დიდის გამზირზე დაგეგმილ ოფიციალურ სამხედრო აღლუმს, რომელიც საბერძნეთის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად გაიმართება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *