სამუშაო მოვალეობის შესრულებისას ერთი მუშა მძიმედ დაშავდა, ხოლო მეორე კი დაიღუპა.
სამუშაო მოვალეობის შესრულებისას ერთი მუშა მძიმედ დაშავდა, ხოლო მეორე კი დაიღუპა.
შაბათს დილით არღოსში, სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 20 წლის მუშა დაიღუპა.
აღნიშნული პიროვნება მის მეგობართან ერთად, რომელიც ასევე ეგვიპტიდან იყო და ამავე სამშენებლო პროექტზე მუშაობდა, ხარაჩოზე იდგა და მესამე სართულის ბინას ღებავდა. უეცრად ხარაჩოს საყრდენი ნაწილი გატყდა და მუშები მესამე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდნენ. 20 წლის ახალგაზრდამ სული ადგილზევე დალია, ხოლო 47 წლის მამაკაცმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
პოლიცია აწარმოებს გამოძიებას უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box
