Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთი

სასტიკი დანაშაული კრიტზე- დანაწევრებული მამაკაცის მოკვეთილი თავი ნაგვის გადამუშავების პროცესში იპოვეს

კრიტზე, ხნიაში პოლიციის ორგანოები სამშაბათს (18/7) შუადღიდან მობილიზებული არიან რათა გაიხსნას დანაშაული, რომელიც შემთხვევით იქნა აღმოჩენილი შერეული ნარჩენების დახარისხების პროცესის დროს, მყარი ნარჩენების საქალაქთაშორისო კომპანიის ქარხანაში, აკროტირში.

კონკრეტულად, დახარისხების მუშაკებმა ნარჩენებთან ერთად ჩანთაში ჩადებული, ადამიანის მოკვეთილი თავი შეამჩნიეს და მაშინვე აცნობეს პოლიციას.

პოლიციამ აკროტირში მდებარე  ქარხანას ალყა შემოარტყა და ნაგვის ყველა შეფუთვა სათითაოდ გაჩხრიკეს სხეულის დანარჩენი ნაწილების აღმოსაჩენად და მოკლე ხანში  შავ ჩანთაში ჩადებული ორი ფეხი იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე, პოლიციის გარდა, პროკურორი და სამედიცინო ექსპერტი, ასევე გადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით,  თავდაპირველი ვიზუალური აღქმით შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თავი ქალის იყო, თუმცა შემდეგ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს არის 30-40 წლის, სავარაუდოდ აზიური წარმოშობის, შავგვრემანი მამაკაცის თავი.

სხეულის აღმოჩენილი ნაწილების მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ საზარელი დანაშაული, სავარაუდოდ,  ბოლო ათი დღის განმავლობაში მოხდა.

გავრცელებული ცნობით,  პოლიცია თავისთავად თვლის, რომ ამ დროისთვის უცნობი მამაკაცის სხეულის დანარჩენ ნაწილებს სავარაუდოდ სხვა ჩანთებში გადაანაწილებდნენ,  ამიტომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ასევე მნიშვნელოვანია ნაგვის სატვირთო მანქანის წარმომავლობის დადგენა, რადგან აღნიშნულ გადამამუშავებელ ქარხანაში ნარჩენები პრეფექტურის ყველა მუნიციპალიტეტიდან შედის.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაუჩინარების შესახებ ინფორმაციით პოლიციისთვის ჯერ არავის მიუმართავს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *