ტრაგედია კილკისში – 46 წლის შშმ პირი ჭამის დროს დაიხრჩო
ტრაგედია კილკისში – 46 წლის შშმ პირი ჭამის დროს დაიხრჩო
ტრაგედია დატრიალდა კილკისში მაშინ, როცა 46 წლის ინვალიდ ქალს, დედა საჭმელს აჭმევდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალს საჭმელი გადასცდა და დაიხრჩო.
უბედური შემთხვევა ხუთშაბათს, შუადღეს მოხდა. ქალმა ვერ შეძლო გადაეყლაპა სწორად საჭმელი, რომელიც დედამ მიაწოდა. eidisis.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შეშინებულმა დედამ დაუყოვნებლივ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის თანამშრომლებმაც ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე დაგვიანებული იყო.
Facebook Comments Box
