Latest news
სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ეგვიპტეს შორის შეთანხმება მონასტრის ბერძნულ-მართლმადიდებლურ სტ... ვანგელის ცაპასი საკალათბურთო სკანდალის საქმის მთავარი მოწმეა საბერძნეთი ზამთრის დროზე გადავიდა - საათმა 1 საათით უკან გადაიწია ათენის საგარეუბნო მატარებლისა და მეტროს 24 სადგურის განახლება იგეგმება ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე საბერძნეთში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ 7 სპეციალიზებული ცენტრის შექმნა იგეგმება საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება - საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს

ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს

დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალებს სექსუალური და ფინანსური ექსპლუატაციის მიზნით იყენებდნენ. 

ორგანიზაცია ქალებს ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ცრუ დაპირებებით ითანხმებდა პასპორტების გადაცემაზე, შემდეგ კი საბერძნეთში ჩამოჰყავდა და ე.წ. „ეროტიკული შეხვედრების ოფისის“ მეშვეობით აიძულებდა სექსუალური მომსახურების გაწევას.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ჯგუფის ლიდერი. პოლიციამ ასევე გადაარჩინა სამი უცხოელი ქალი, რომლებიც სავარაუდო ტრეფიკინგის მსხვერპლები არიან.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დამნაშავეები ქალებს ხელოვნურად შექმნილ „ვალებს“ აკისრებდნენ, აკავებდნენ მათ დოკუმენტებს და კონტროლის მიზნით ნარკოტიკების მოხმარებასაც აიძულებდნენ.

დაკავებულებს ბრალად ნარკოტიკების წარმოება, შენახვა და გაყიდვაც ედებათ. ჩხრეკისას ამოღებულ იქნა MDMA, მეტამფეტამინი, ექსტაზი, კეტამინი, კანაფი, ფსიქოტროპული სოკოები, ნარკოტიკების შესაფუთი და დასამზადებელი აღჭურვილობა, ასევე ფული, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *