Latest news
ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა კრეტა: 21 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი სახრახნისით დააყაჩაღა საბერძნეთში კომპენსირებადი მედიკამენტების სიას 235 ახალი პრეპარატი დაემატება 25 ოქტომბერს საათის ისრები 1 საათით უკან გადაიწევს Pizza Fan-ის მფლობელი საგადასახადო დარღვევისთვის დააკავეს ნიკოს ხარდალიასის გეგმა ათენში 12 თვის განმავლობაში უწყვეტ ტურიზმს ითვალისწინებს
პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
საბერძნეთიUncategorized

ძლიერი აფეთქება პლაკაზე – ჩამოინგრა შენობა, მატერიალური ზიანი მიადგა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობებს და ავტომობილებს

ძლიერი აფეთქება პლაკაზე – ჩამოინგრა შენობა, მატერიალური ზიანი მიადგა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობებს და ავტომობილებს

ათენის ისტორიულ უბანში, პლაკაზე, ლისიკრატოსისა და ვასილისის ამალიას ქუჩების კვეთაზე, ძლიერი აფეთქების შედეგად შენობა ჩამოინგრა. დრონით გადაღებული კადრები შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბს ასახავს.

აფეთქება დილის 7:30-ზე მოხდა და იმდენად ძლიერი იყო, რომ აფეთქების შედეგად წამოსულმა ტალღამ დააზიანა მიმდებარე ტერიტორიაზე როგორც შენობები, ასევე გაჩერებული ავტომანქანები. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის ძალები. მეხანძრეები აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის სრულ ლიკვიდაციაზე მუშაობენ და ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. ადგილზე იმყოფება 20 მეხანძრე 6 სახანძრო მანქანით და EMAK-ის ორი სამაშველო მანქანა. სამუშაოებში ათენის მუნიციპალიტეტის ტექნიკაც მონაწილეობს.

დაზიანებული შენობა მოკლევადიანი გაქირავების ობიექტად გამოიყენებოდა. წინასწარი შეფასებით, აფეთქების შესაძლო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა, თუმცა საბოლოო დასკვნა გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. შემთხვევას ათენის სახანძრო სამსახურის შესაბამისი საგამოძიებო განყოფილება იძიებს.

ბუნებრივი აირის გაჟონვის ვერსიას ადგილობრივი მცხოვრებლებისა და თვითმხილველების ჩვენებებიც ამყარებს. მათი თქმით, აფეთქებამდე ტერიტორიაზე გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

ათენის მუნიციპალიტეტის სამშენებლო საკითხების ვიცე-მერის, პარის ხარლავტისის განცხადებით, შენობა მთლიანად განადგურებულია და გამოყენებისთვის უვარგისია. მისივე თქმით, საბოლოო დასკვნების გაკეთება მხოლოდ სპეციალისტების მიერ ჩატარებული შემოწმების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

შემთხვევის შედეგად ახლომდებარე შენობიდან ორი ქალი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აფეთქების შედეგად ჩამსხვრეული მინის ნამსხვრევებისგან სხეულის დაზიანებები მიადგა კიდევ ერთ პირს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *