Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ხანძარსაწინააღმდეგო ზომები დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა

ხანძარსაწინააღმდეგო ზომები დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა

დღეიდან ხანძარსაწინააღმდეგო ზომები ოფიციალურად ამოქმედდა.

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ტემპერატურა მოიმატებს, ხოლო ტემპერატურის მატებასთან ერთად კი ხანძრის გაჩენის რისკიც იმატებს. სწორედ ამიტომ კლიმატის ცვლილებისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, იანნის კეფალოიანისმა საბერძნეთის სახანძრო სამსახურთან, ათენის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის ოფიცრებთან და სხვა პასუხისმგებელ ორგანოებთან ერთად დაიწყო მუშაობა ხანძარსაწინააღმდეგო გეგმაზე, რომელიც მაქსიმალურად მოახდენს ხანძრის პრევენციას სრულიად ქვეყნის მასშტაბით.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სრული მზადყოფნის გამოცხადება დღეიდან, მთელი ზაფხულის განმავლობაში, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და გარემო.

იანნის კეფალოიანისმა განაცხადა, რომ ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ვდგავართ: “სამწუხაროდ არ გვაქვს სამომავლოდ არცერთი კარგი “სცენარი”, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ შეიძლება განვითარდეს. ეს კი იმიტომ, რომ კლიმატური ცვლილებები უკვე საკმაოდ რთული ფორმით გვევლინება და აღნიშნულ სტიქიებთან ბრძოლა ხშირად ადამიანების ძალებს სცდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *