Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
ორშაბათი, ნოემბერი 23, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ჰალკიდიკი: სივირის მოსახლეობას სასმელი წყლის გამოყენების უფლება მისცეს

ჰალკიდიკი: სივირის მოსახლეობას სასმელი წყლის გამოყენების უფლება მისცეს

ჰალკიდიკის კასანდრას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სივირის დასახლებაში სასმელი წყლის გამოყენებაზე დაწესებული პრევენციული რეკომენდაცია გაუქმებულია. ბოლო, მესამე ლაბორატორიული შემოწმების შედეგების მიხედვით, წყლის სინჯები დადგენილ მიკრობიოლოგიურ ნორმებს სრულად შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობას სიფრთხილის მიზნით ურჩიეს, არ გამოეყენებინათ წყალმომარაგების ქსელის წყალი სასმელად, საკვების მოსამზადებლად და კბილების გასახეხად. ეს რეკომენდაცია მას შემდეგ გაიცა, რაც პირველადი შემოწმებისას საეჭვო შედეგები დაფიქსირდა.

მუნიციპალიტეტის განცხადებით, პრობლემის გამოვლენისთანავე მიღებული იქნა ყველა აუცილებელი პრევენციული ზომა, ჯანდაცვის შესაბამისი ორგანოების მითითებების შესაბამისად. ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ თავდაპირველი გაფრთხილება მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დროული ინფორმირების მიზნით გავრცელდა.

ამჟამად ჩატარებული ყველა აუცილებელი შემოწმების დასრულების შემდეგ დადასტურდა, რომ წყლის ხარისხი უსაფრთხოა და მისი გამოყენება ჩვეულ რეჟიმში შესაძლებელია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *