Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ახალი ფაქტები და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა – 27 წლის გოგონას ბოლო ურთიერთობა პარტნიორთან საბედისწერო ღამეს

27 წლის ანასტასიას გაუჩინარებისა და მკვლელობის საქმეში “გასაღები” მისი მობილური ტელეფონია, რომელიც შაბათს (17 ივნისს) შუადღისას მოქალაქემ კოსში, მიტოვებულ შენობაში იპოვა.

გარდაცვლილი გოგონას  27 წლის პარტნიორი, დღეს ნაშუადღევს  კოსის პოლიციის განყოფილებაში განმეორებითი ჩვენების მისაცემად გადაიყვანეს.

პირველადი ინფორმაციით, როგორც ირკვევა, 27 წლის გოგონამ დაურეკა თავის პოლონელ პარტნიორს და უთხრა რომ თავს კომფორტულად არ გრძნობდა, რადგან ფიქრობდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა და ფაქტიურად მისგან დახმარებას ითხოვდა, რათა ბანგლადეშელის სახლიდან წამოეყვანა.

ინფორმაციაში, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული ნათქვამია, რომ მიუხედავად გოგონას  სასოწარკვეთილი თხოვნისა, მის პარტნიორს ამაზე რატომღაც  მყისიერი რეაქცია არ ჰქონია და არ უჩქარია მის დასახმარებლად შესაბამისად ემოქმედა, რაც თავისთავად გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

ყოველივე ამის შემდეგ, 32 წლის ბანგლადეშელი ბოლო ადამიანია, ვინც  ანასტასია ცოცხალი ნახა, ხოლო მისი პარტნიორი ბოლო ადამიანი, ვისაც ის იმ საბედისწერო ღამეს დაუკავშირდა.

27 წლის პოლონელის და 32 წლის  ბანგლადეშელის  ტელეფონები კრიმინალური გამოძიების სამმართველოში ექსპერტიზისთვის გადაიგზავნა, რათა მოხდეს მათზე დაფიქსირებული ზარებისა და შეტყობინებების ანალიზი და დიალოგების შინაარსის გაშიფვრა.

გარდაცვლილის პოლონელი პარტნიორი ირწმუნება, რომ არც ის და არც ანასტასია არ იცნობდნენ 32 წლის დაკავებულს.

ამასობაში გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის შედეგებიც  საგამოძიებო ორგანოებს და პროკურატურას გადაეგზავნა.

მსხვერპლი, რომელიც ცელოფნის ჩანთებში ჩადებული და ტოტებით დაფარული იპოვეს ბანგლადეშელი მამაკაცის სახლიდან სულ რაღაც ერთი კილომეტრის დაშორებით და  რომელიც მთავარი ეჭვმიტანილია მკვლელობაში, ძალადობრივი გზით არის გარდაცვლილი, რასაც მის ყელზე არსებული დახრჩობის შედეგად მიყენებული დაზიანებაც  ადასტურებს.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *