Latest news
საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
მსოფლიოკრიმინალი

ბრიუსელში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არაბულენოვანმა მამაკაცმა აიღო

ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის VRT-ის ცნობით, ორშაბათს საღამოს ბრიუსელში მოკლეს შვედი ეროვნების ორი პირი, ეჭვმიტანილი კი კვლავ თავისუფლებაშია. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე თავისუფალი რჩება, თუმცა, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც არაბულ ენაზე მოლაპარაკე მამაკაცმა აიღო პასუხისმგებლობა ალაჰის სახელით თავდასხმაზე, თუმცა, ხელისუფლებას ჯერ არ დაუდასტურებია ვიდეოს ავთენტურობა და დამნაშავის ვინაობა.

სროლის შედეგად მესამე ადამიანიც დაშავდა და ამჟამად მკურნალობას საავადმყოფოში გადის, იუწყება შვედური მედია. სროლის მოტივი გაურკვეველი რჩება. ინციდენტი ბელგია შვედეთის ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩის დროს მოხდა.

ქალაქის მერმა ფილიპ კლოზმა განცხადება გააკეთა და დაადასტურა ქუჩებში პოლიციის თანამშრომლების განლაგება საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ გამოხატა სამძიმარი და დაგმო თავდასხმა, როგორც ტერორისტული აქტი. მან ბრიუსელის მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევრო 2024-ის შესარჩევი საფეხბურთო მატჩი ბელგიასა და შვედეთს შორის, რომელიც ქალაქში მიმდინარეობდა, სასწრაფოდ შეწყდა, რაც უეფამ დაადასტურა.

ფლამანდური გაზეთი Het Laatste Nieuw წერს, რომ მსროლელს ფლუორესცენტური ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა. რამდენიმე მედიასაშუალება ავრცელებს სამოყვარულო ვიდეოებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ისვრის მამაკაცი სადგურის მახლობლად დიდი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ალბანეთში სიტყვით გამოსვლისას სამძიმარი გამოხატა მომხდართან დაკავშირებით და ინციდენტი შეაფასა, როგორც მორიგი “ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა.”

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *